top of page
  • Writer's pictureEV News

BYD დაბალი ფასების ბრძოლაში განახლებულ მოდელს ჩართავს

Updated: 4 days ago

BYD აცხადებს რომ მათი ბესტ-სელერი ჰეთჩბექი BYD Dolphin, ყოველწლიურ განახლებას 23 თებერვალს დაიწყებს, განახლებულ მოდელს Honor Edition ერქმევა. მას ექნება უფრო დიდი ბატარია და ადგილბრივი მედიის ცნობით იქნება უფრო იაფი ვიდრე წინა 2023_ის ვერსია.

BYD_იმ ახლახანს გამოაცხადა ფასებით ბრძოლა შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებთან, გამოუშვეს 2024 წლის განახლებები ჰიბრიდული ელექტრომობილებისთვის. ასევე გამოვიდა შიდაწვის ძრავის მქონე ალტერნატივებზე იაფი მოდელები. კამპანიის მიზანია, შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილის მძღოლების წახალისება, ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო ავტომობილებზე გადასვლის მიზნით.


BYD დიდი ალბათობით უმიზნებს კონკურენცია გაუწიოს, ხელმისაწვდომ შიდაწვის ძრავის მქონე ბესტსელერებს როგორებიცაა ფოლკსვაგენ ლავიდა და ტოიოტა კოროლა. BYD-იმ შეწყვიტა შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმება 2022 წლის აპრილში. ახალი დლოფინი ამტკიცებს რომ, BYD 2024 წლისთვის არა მხოლოდ ჰიბრიდულ მოდელებს აწარმოებს, არამედ პოზიციონირებს მისი მთლიანად ელექტრული ხაზის ფასის ომის მოწინავე რიგებში, რადგან კომპანია მოელის, რომ წელს ელექტრომობილების გაყიდვები, ახალ ეტაპზე გადავა.

 

BYD-ის დამფუძნებელი უანგ ჩუანფუმ საახალწლო სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა რომ ის მოელის ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვების წილის  50% -მდე მიღწევას წლის ბოლოსკენ. ჩინეთიში წინა წელს ყოველთვიურმა ელექტრომობილების გაყიდვებმა გადააჭარბა 40%-ს.

 

BYD დოლფინის წინა ვერსიებს ჰქონდათ მხოლოდ 45 კილოვატიანი LFP ბატარიის ვარიანტი, შესაფერისი 420 კილომეტრიანი რეინჯისთვის. 2024 წლის გამოშვება იქნება 60 კილოვატიანი ბატარიით და 520 კილომეტრიანი რეინჯით. საბოლოოდ, ჩინელ მომხმარებელსაც შეეძლება ატაროს უფრო დიდ ბატარიანი დოლფინი, როგორც ევროპელ და სხვა ქვეყნების მომხმარებლებს.ძრავი რჩება იგივე70 კილოვატი ძრავით და 180 ნმ  მაღალი ტორქი. დიმენსია უცვლელი რჩება.

 

მანქანის შიგნით რამდენიმე ცვლილებაა, მანქანას ექნება ახალი type-c დამტენი პორტი და 50 ვატიანი უკაბელო დამტენის, ასევე სალონიც განახლდა, დაემატა წინა სკამების ვინტილაცია. დაემატა უკანა კონფიდენციალურობის მინა. უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდება 23 თებერვალს.

 

კარგად ინფორმირებული ჩინური მედია Autohome ამბობს რომ ახალი დოლფინი იქნება უფრო იაფი ვიდრე 2023 წლის ვერსია რადგან BYD-მ გახსნა პირველი ცეცხლი 2024 წლის ელექტრო მობილების ომში. ახლანდელი დოლფინის ფასი იწყება 14 500 დოლარიდან ჩინეთში.თუმცა BYD არ არის პირველი რომელმაც გამოაცხადა ფასების კლება, Deepal-მა და Wuling-მა ფასები თავიანთ მანქანებზე წინა კვირას დაწიეს.

bottom of page