top of page
  • Writer's pictureEV News

ლამბორგინიმ ორგანული ბატარიის ტექნოლოგია დააპატენტა

მასაჩუსეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT-ის) კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ახალი ტიპის  ლითიუმის იონის ბატარიის ქიმიურ შემადგენლობას, სადაც გამოიყენება ორგანული კათოდი, რომელიც არ შეიცავს კობალტს და ნიკელს.

კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული კათოდი ატარებს ელექტროენერგიას იმავე სიჩქარით, როგორც კობალტის ბატარია და იწარმოება ბევრად დაბალ ფასში. ახალ ბატარიებს აქვთ შედარებით დიდი ტევადობა და იტენებიან უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი კოლბატის ბატარიები.

ორგანულ კათოდს, აქვს „ტაქ-ის“ (ტეტრამინობენზოქინონის) შრე, ორგანულად პატარა მოდული, რომელიც შეიცავს სამ შერწყმულ ექვსკუთხა რგოლს, საიდანაც იწარმოება გრაფიტის ნაირი სტრუქტურა, ყველა მიმართულებით გაშლის შემთხვევაში. წყალბადის  მოლეკულების ბმები ნივთიერებას სტაბილურს და უხსნადს ხდის, ასე რომ, ის არ იშლება ბატარიის ელექტროლიტში, როგორც ამას ზოგიერთი ორგანული ბატარიის მასალა აკეთებს. პროცესი ბატარიას უფრო დიდ სიცოცხლის ხანგრძლივობას მატებს.

ორგანული მასალის სტაბილიზაციისთვის და ბატარიის სპილენძის ან ალუმინის დენის კოლექტორთან დამაგრების უნარის გასაზრდელად, მკვლევარებმა დაამატეს შემავსებელი მასალები, როგორიცაა ცელულოზა და რეზინი.  იმის გამო, რომ ეს შემავსებლები შეადგენენ მთლიანი კათოდური კომპოზიტის მეათედზე ნაკლებს, ისინი მნიშვნელოვნად არ ცვლიან ბატარიის შენახვის მოცულობას. ეს შემავსებლები ასევე ახანგრძლივებენ ბატარიის კათოდის სიცოცხლისუნარიანობას და ხელს უწყობენ მყარ სტრუქტურას, დატენვისას ლითიუმის იონების კათოდში გავლისას. მკვლევარების შეფასებით, ამ ორგანული ბატარიების აწყობის ღირებულება შეიძლება იყოს კობალტის შემცვლელი ბატარიების დაახლოებით მესამედიდან ნახევრამდე.

ლამბორგინიმ ამ ტექნოლოგიის პატენტის ლიცენზირება უკვე შეძლო.

ლაბორატორია აგრძელებს ალტერნატიული ბატარიების მასალების შექმნას  და არის მცდელობა, აღმოაჩინონ თუ როგორ ჩაანაცვლონ ლითიუმი, სოდიუმით ან მაგნეზიუმით.

„ორგანული მასალების დეგრადაციის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი არის ის, რომ ისინი უბრალოდ იხსნებიან ბატარიის ელექტროლიტში და გადადიან ბატარიის მეორე მხარეს, რაც არსებითად ქმნის მოკლე ჩართვას.“ თქვა MIT-ის ინჟინერიის პროფესორმა, - მირსეა დინკამ.

2 views0 comments
bottom of page