top of page
  • Writer's pictureEV News

BYD ევრო 2024-ის სპონსორია

უეფას ევრო 2024ის ოფიციალური ელექტრო მობილურობის პარტნიორი გახდა ბივაიდი (BYD). ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება გერმანიაში და 14 ივლისს დასრულდება. ბივაიდი ელექტრომობილებით უზრუნველყოფს გადაადგილებას ამ პერიოდის განმავლობაში და ჩაანაცვლებს ფოლკსვაგენს, რომელიც წინა ტურნირებზე გახლდათ უეფას მობილურობის პარტნიორი.

ამ პარტნიორობის მიზანი უეფას მხრიდან არის ჩატარდეს რაც შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტების ჩემპიონატი, რაც აქამდე უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. სწორედ ამ მიზნით იქნა არჩეული ახალი მდგრადი ენერგიის მქონე ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში. მოგეხსენებათ, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, ბივაიდიმ აჯობა თავის ნომერ პირველ კონკურენტ - ტესლას და მიიღო ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებლის სტატუსი.

ამრიგად, ბივაიდი გახდება პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია, რომელიც აღნიშნული სტატუსით იქნება ასეთი მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიების პარტნიორი.

აქვე, კიდევ ერთხელ ვულოცავთ საქართველოს, ისტორიულ საფეხბურთო მოვლენას!


1 view0 comments
bottom of page