top of page
  • Writer's pictureEV News

საფრანგეთი სწრაფი დამტენების ქსელს აფართოვებს

ამსტერდამში დაარსებულ „ივიესის“ (EVSE) მიმწოდებელი „ივბოქსი“ (EVbox) მიაწვდის სამას სწრაფ დამტენ სადგურს „ივიზენის“ დამტენი ქსელის პროექტის ფარგლებში არსებული მეორე ეტაპისთვის.

120-180 კვტ-იანი სიმძლავრის დამტენები დამონტაჯდება ას კომერციულ ობიექტზე. „ივიზენის“ (EVZEN) ქსელი ამჟამად მოიცავს 150 სწრაფი დატენვის პორტს.

„ივიზენი“ არის მონაკოს სათაო ოფისის „ესმეგის“ (SMEG-გაზისა და ელექტროენერგიის კომუნალური კომპანიის) ინიციატივა, რომელიც დივერსიფიცირებულია განახლებადი ენერგიისა და მანქანების დატენვისთვის.

 „ივიბოქსა“ და „ესმეგს“ შორის კოლაბორაცია დაიწყო 2019 წელს, მონაკოში „ივიბოქსის“ ბიზნეს ხაზის კომერციული დამტენი სადგურების უზრუნველყოფით. 2021 წლიდან მოყოლებული, „ესმეგი“ აწვდის პირველი ეტაპის ივიზენ სწრაფი დამტენის ქსელს სამხრეთ საფრანგეთში, რომელიც ძირითადად ივიბოქსის აპარატურაზეა დაფუძნებული.

2 views0 comments
bottom of page